logo
ENG



ბორელი: მივმართავ ისრაელსაც - რეგიონულ კონფლიქტში ვერავინ გაიმარჯვებს

06 იან 202420:24
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/06/e9pmpemwnm0l65q.jpg

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ისრაელი-ჰამასისას ომზე საუბრისას განაცხადა, რომ რეგიონულ კონფლიქტში ვერავინ გაიმარჯვებს. ის ლიბანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 

ბორელმა აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში რეგიონული კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებაა საჭირო. 

"აუცილებელია ახლო აღმოსავლეთში რეგიონული ესკალაცია თავიდან იყოს არიდებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ლიბანი რეგიონულ კონფლიქტში არ ჩაერთოს. მივმართავ ისრაელსაც - რეგიონულ კონფლიქტში გამარჯვებული ვერავინ იქნება", - განაცხადა ბორელმა გამართულ პრესკონფერენციაზე. 

მისივე თქმით, ომის დასრულება დიპლომატიური გზებით შესაძლებელია. 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჯოზეფ ბორელი ლიბანის პრემიერმინისტრს, ნიჯაბ მიქატის შეხვდა. 


close დახურვა