logo
ENG



ბორელი: უკრაინაზე ბირთვულ თავდასხმას მძლავრი პასუხი მოჰყვება, რუსეთის ჯარი განადგურდება

13 ოქტ 202219:44
3 წუთის საკითხავი
 
ბორელი: უკრაინაზე ბირთვულ თავდასხმას მძლავრი პასუხი მოჰყვება, რუსეთის ჯარი განადგურდება

უნდა გავაგრძელოთ დიპლომატიურად მუშაობა, რათა უარყოს მსოფლიომ, კიდევ უფრო მკაფიოდ, მისი [პუტინის] ომი უკრაინის წინააღმდეგ - რომელიც, როგორც ვთქვი - ევროპას ცვლის, რადგან აგზავნის შოკის ტალღებს მსოფლიოს გარშემო და ქმნის გამოწვევებს ენერგიაზე მაღალი ფასების კუთხით, საკვების მაღალი ფასებით, როგორც აქ, სახლში, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ბევრად უფრო მეტად აფრიკისა და აზიის სხვა ქვეყნებში.

და ასევე არსებობს ბირთვული საფრთხე და პუტინი აცხადებს, რომ ეს არ არის ბლეფი. მას არ აქვს ბლეფის ფუფუნება. და ცალსახა უნდა იყოს, რომ ის ხალხი, ვინც უკრაინას უჭერს მხარს და ევროკავშირი და მისი წვერი სახელმწიფოები და აშშ და NATO ასევე არ მიმართავენ ბლეფს. და უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ ბირთვულ თავდასხმას მოჰყვება პასუხი, არა ბირთვული პასუხი, მაგრამ იმდენად მძლავრი პასუხი სამხედრო კუთხით, რომ რუსეთის ჯარი განადგურდება. პუტინი არ უნდა მიმართავდეს ბლეფს.

ეს ისტორიაში სერიოზული მომენტია და ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ერთობა და ჩვენი ძალა და ჩვენი შეუპოვრობა. სრული შეუპოვრობა. 

 

close დახურვა