logo
ENG



ბორენკას ჩალიჩი - დროება

01 მაი 202220:28
3 წუთის საკითხავი
 

ევტუშენკოვი რომ ფორმულას ჟურნალისტს გადმოურეკავდა, ამის მოლოდინი ჩვენც დიდად არ გვქონდა. გადმორეკა და დაადასტურა ის, რის ალტერნატიულ ვერსიაც მანამდე ტელეფონის აქეთა ხაზზე მყოფი მისი მეგობრის ზღაპრების ბიურო დიდი მონდომებით ქმნიდა. შეეძლო თუ არა ბორენკას, იგივე ბიძინას უკრაინელი ბავშვების სისხლში ამოსვრილი რუსი ოლიგარქისთვის უარის თქმა ალისთან შეხვედრაზე, ან შეეძლო კი ზარზე არ ეპასუხა? არა, არ შეეძლო. უარი რომ ეთქვა, მისსავე გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, მას მოსკოვში - სასტავში გააფუჭებდნენ - ევტუშენკოვი ბრატვას მოუყვებოდა, რომ ბორენკა მთავარი აღარ არის, რომ ის გრუზიაში პალაჟენიას ვერ აყენებს.


close დახურვა