logo
ENG



ბოსნიაში კობი ბრაიანტის ხსოვნას გიგანტური გრაფიტი მიუძღვნეს

09 ივნ 202017:12
3 წუთის საკითხავი
 

ბოსნიაში კობი ბრაიანტის ხსოვნას გიგანტური გრაფიტი მიუძღვნეს. ქალაქ გრადიშკას დაწყებითი სკოლის კედელზე ლეგენდარული კალათბურთელი დახატეს, რომლის ზომაც სიგანეში 12 მეტრი, სიმაღლეში კი 6 მეტრია.

იდეა ადგილობრივ სპორტსმენებს ეკუთვნით, თუმცა პროექტის დასრულება კორონავირუსის პანდემიის გამო გაჭიანურდა. კობი ბრაიანტი იანვარში ავიაკატასტროფის დროს, 13 წლის ქალიშვილთან ერთად, დაიღუპა.


close დახურვა