ბოსნია და ჰერცეგოვინის შემადგენლობაში მყოფი სერბთა რესპუბლიკის მთავრობამ, რომლის ლიდერიც ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული მილორად დოდიკია, პარლამენტიდან გაიწვია "უცხოელი აგენტების" კანონპროექტი.
მთავრობის გადაწყვეტილება 28 მაისს იუსტიციის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მილოშ ბუკელოვიჩმა გამოაცხადა. მას არ დაუსახელებია მიზეზი, რატომ გადაწყვიტა მთავრობამ ამ ნაბიჯის გადადგმა.
მილორდ დოდიკის რიტორიკა "აგენტების შესახებ" კანონთან დაკავშირებით ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებს წააგავდა. კანონის გაწვევის შემდეგ, მან X-ზე დაწერა, რომ "ყველა კანონმცოდნე, ვინც კანონი განიხილა, თანხმდება, რომ ის სრულად შეესაბამება აშშ-ში მოქმედ კანონს და ის ფორმითა და კანონიერი ნორმებით უფრო ლმობიერია".
ბოსნია და ჰეცეგოვინა საქართველოს მსგავსად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. თუმცა, საქართველომ არ გაითვალისწინა ევროკავშირისი მოწოდებები, სადაც საუბარი იყო კანონის მიღების შემდეგ ევროპული გზისგან ჩამოშორებაზე. სერბეთის ლიდერი კი კანონის გაწვევის მიზეზად სწორედ ამას ასახელებს:
"ჩანს გარკვეული წინააღმდეგობები, რომლებიც ეხება ევროპულ ნორმებს და რადგან სერბთა რესპუბლიკა ევროპული გზის ერთგულია, შევთანხმდით, რომ გაგვეწვია კანონპროექტი და დამატებით შეგვეწყო ის ევროპული კანონმდებლობისთვის. ასე რომ, კანონპროექტი გაწვეული იქნა და დამატებითი კოორდინაციისთვის, გარკვეული დროის შემდეგ ის პროცედურას კვლავ დაუბრუნდება", - დაწერა მან X-ზე.
მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებისა, რომ კანონი საფრთხის ქვეშ დააყენებს ადამიანის უფლებების დამცველ და კორუფციასთან მებრძოლ ორგანიზაციებს, პარლამენტმა კანონპროექტი დღის წესრიგში 22 მაისს შეიტანა. ევროპულმა ორგანიზაციებმა არაერთხელ გააფრთხილეს ხელისუფლება, რომ კანონი ეწინააღდეგებოდა საერთაშორისო ნორმებს.