logo
ENG



ბჟანიას თქმით, რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთი "სასაზღვრო კონტროლის გამარტივებაზე" მუშაობენ

10 ივნ 202409:08
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/10/slbzl06oasb68f0.jpg

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია რუსულ პროპაგანდისტულ მედია RIA-სთან ამბობს, რომ რუსეთთან "სასაზღვრო კონტროლის გამარტივებაზე" მუშაობენ. 

ბჟანიამ იმედი გამოთქვა, რომ მომავალში საგუშაგოები საერთოდ არ იქნება. 

"დროთა განმავლობაში ველოდები, რომ მივალთ ურთიერთობებამდე, სადაც არ იქნება გამშვები პუნქტი. იქნება საზღვარი, მაგრამ საკონტროლო-გამშვები პუნქტის არსებობა საჭირო არ გახდება", - ამბობს ის. 

ბჟანიას თქმითვე, გადაწყდა მდინარე ფსოუზე არსებული საცალფეხო ხიდის გამოყენება, რომელიც ამჟამად რეკონსტრუქციის ქვეშაა. დე ფაქტო პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ეს "საზღვრების გადაკვეთას გაადვილებს". 

 


close დახურვა