logo
ENG



ბრატჩუკი: ახლა გადმოგვეცა იმდენი გარპუნი, რომ შეგვიძლია რუსეთის მთელი შავი ფლოტი ჩავძიროთ

28 მაი 202220:54
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/28/rubnzvn4ut1llwm.png

ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ბრატჩუკის განცხადებით, უკრაინის მიერ ახლა მიღებული რაკეტების რაოდენობა საკმარისია, იმისათვის რომ, რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის მთლიანი ფლოტი ჩაძიროს.

ბრატჩუკი ამბობს, რომ ამერიკული სპეციალისტების შეფასებით, ავიამზიდის მწყობრიდან გამოყვანისთვის საჭიროა 5 რაკეტა - გარპუნი, კრეისერის განადგურებისთვის - 4, გამანადგურებლის ჩასაძირად კი 2.

"ახლა გადმოგვეცა იმდენი გარპუნი [რაკეტის ტიპი], რომ ჩვენ შეგვიძლია რუსეთის ფედერაციის მთელი შავი ფლოტი ჩავძიროთ. რატომაც არა?", - ამბობს ბრატჩუკი.


close დახურვა