ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, 23 მარტის მონაცემებით, კიევის სიახლოვეს უკრაინული ძალები რუსეთზე წნეხს ზრდიან. ამ პერიმეტრზე კი რუსეთს მარაგის სერიოზული პრობლემები აქვს, რუსი სამხედროები კი დემორალიზებულები არიან.
ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, უკრაინის საპასუხო შეტევები კიევთან ახლოს მდებარე ქალაქებში წარმატებულია. დაზვერვის ვარაუდით უკრაინამ დაიბრუნა რამდენიმე პატარა ქალაქი და სოფელი, მათ შორის მაკარივი და მოსჩუნიც.
„უკრაინის ძალები წარმატებით ახორციელებენ საპასუხო შეტევებს რუსეთის პოზიციებზე დედაქალაქის სიახლოვეს მდებარე ქალაქებში და, სავარაუდოდ, უკრაინამ ხელახლა დაიკავა მაკარივი და მოსჩუნი.
რეალურია შესაძლებლობა, რომ უკრაინულ ძალებს ახლა ბუჩასა და ირპინში რუსული დანაყოფების ალყაში მოქცევა შეუძლიათ“, - წერს ბრიტანეთის დაზვერვა.
ბრიტანეთის დაზვერვა ვარაუდობს, რომ უკრაინის საპასუხო შეტევები რუსულ ძალებს ხელახლა ორგანიზებასა და კიევზე შეტევის განახლებაში ხელს შეუშლის.
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine - 23 March 2022
Find out more about the UK government's response: https://t.co/FPfp8ZAOdc
#StandWithUkraine pic.twitter.com/qUBKoclPnD