logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი იმედოვნებს გამოასწოროს პრობლემები, რომლებიც აფერხებდა შეჭრას

30 აპრ 202212:33
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/30/os7rucod56pf860.jpg

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ცდილობს გამოასწოროს პრობლემები, რომლებიც შეჭრაში ხელს უშლიდა.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ რუსეთი კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა.

"რუსეთი იმედოვნებს გამოასწოროს პრობლემები, რომლებიც აქამდე აფერხებდა მათ შეჭრას, საბრძოლო ძალების გეოგრაფიული კონცენტრირებით, მიწოდების ხაზების შემცირებითა და ბრძანებისა და კონტროლის გამარტივებით.

რუსეთი კვლავ აწყდება მნიშვნელოვან სირთულეებს. ის იძულებული იყო გადაეჯგუფებინა და ხელახლა გადაენაწილებინა გამოფიტული და მიმოფანტული შენაერთები, რომლებიც უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით წარუმატებელ შეტევებში მონაწილეობდნენ. შენაერთებიდან დიდ ნაწილს, სავარაუდოდ, სუსტი საბრძოლო სულისკვეთება აქვთ.

რუსი სამხედროების ტაქტიკურ კოორდინაციაში ხარვეზები რჩება. დანაყოფების დონეზე უნარების ნაკლებობამ და არასტაბილურმა საჰაერო მხარდაჭერამ ხელი შეუშალა რუსეთს თავისი ძალების სრულად გამოეყენებინა, მიუხედავად ლოკალური წარმატებებისა", - აღნიშნულია განცხადებაში.


close დახურვა