ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთს გამოცხადებული გეგმის მიხედვით ჯარის 1.5 მილიონ სამხედრომდე გაზრდა და მათი შეიარაღება, სავარაუდოდ, გაუჭირდება.
17 იანვარს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალების სტრუქტურაში 2023-2026 წლებში ცვლილებები იგეგმება, რაც მათ შორის სამხედრო პერსონალის 1.5 მილიონამდე გაზრდას მოიცავს. ეს მანამდე გამოცხადებულ 1.35 მილიონ სამხედრომდე გაზრდაზე 11%-ით მეტია.
შოიგუმ ასევე გამოაცხადა, რომ იგეგმება მოსკოვისა და ლენინგრადის სამხედრო დასახლებების აღდგენა, რაც ბრიტანეთის დაზვერვის თქმით, დასავლეთ რუსეთში ძალების საბჭოთა პერიოდში ორგანიზების ეპოქაში ნაწილობრივი დაბრუნებაა. ასევე იგეგმება სამხედრო დანაყოფების განლაგება ფინეთის საზღვართან მდებარე კარელიას რეგიონში.
„შოიგუს გეგმები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა დიდი ალბათობით, აფასებს, რომ გაზრდილი კონვენციური სამხედრო საფრთხე უკრაინაში მიმდინარე ომის მიღმა მრავალ წელს გაგრძელდება. თუმცა, რუსეთს, სავარაუდოდ გაუჭირდება ამ დაგეგმილი გაფართოებისთვის ადამიანების [მობილიზება] და აღჭურვა“ - წერს ბრიტანეთის დაზვერვა.