logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: ხერსონიდან უკან დახევა რუსების პრობლემების აღიარებაა

12 ნოე 202215:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/12/wsrexpywx6wpc2h.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ხერსონიდან უკან დახევა რუსების პრობლემების აღიარებაა.

"რუსული ჯარების ხერსონიდან უკან დახევა არის საჯარი აღიარება იმ სირთულეებისა, რომელსაც ისინი დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე შეხვდნენ.

ხერსონი ერთადერთი რეგიონული დედაქალაქია, რომელიც რუსეთის ჯარებმა თებერვლის შემდეგ დაიპყრეს, ამიტომ მათი გასვლა სერიოზულ ზიანს აყენებს რეპუტაციას... სავსებით შესაძლებელია, რომ რუსეთი კვლავ ცდილობს ძალების ევაკუაციას რეგიონის სხვა რაიონებიდან მდინარის გადაღმა თავდაცვით პოზიციებზე აღმოსავლეთ სანაპიროზე", - ნათქვამია განცხადებაში.

დაზვერვის თქმით, სავარაუდოდ, რუსული ჯარების გაყვანის პროცესი 22 ოქტომბერს უკვე დაწყებული იყო, როდესაც ხერსონში რუსმა ოფიციალურმა პირებმა მშვიდობიან მოქალაქეებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდეს.

11 ნოემბერს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა გამოჩნდა. ადგილობრივი ჟურნალისტის, კონსტანტინე რიჟენკოს თქმით, უკრაინის დროშა წინააღმდეგობის მოძრაობის აქტივისტებმა დაამაგრეს. 

9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის წინადადება, რომ დაწყებულიყო ჯარების გაყვანა ხერსონიდან, რასაც შოიგუ დათანხმდა.


close დახურვა