logo
ENG



ბრიტანეთი: რუსეთი უკრაინელების წინსვლის შესაკავებლად წარუმატებელ შეტევებს ახორციელებს

25 სექ 202316:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/25/924krlcxlznfo1r.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთი უკრაინელების წინსვლის შესაკავებლად წარუმატებელ შეტევებს ახორციელებს.

"რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინული არმიის წინსვლის შესაკავებლად წარუმატებელ შეტევებს ახორციელებენ. რუსები ცდილობენ უკრაინელების შეკავებას როგორც ორეხოვოს, ისე ბახმუტის მიმართულებით, თუმცა ორივე მიმართულებით უკრაინის ჯარებმა შეტევები მოიგერიეს", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

სამხედრო ექსპერტებისა და ანალიტიკოსების თქმით, რუსული არმიის შეტევითი მოქმედებები გაუაზრებელია. ისინი აცხადებენ, რომ რუსულ ძალებს საბრძოლო მასალის ნაკლებობა აქვთ და ამასთან, სამხედრო პერსონალის დიდ დანაკარგს განიცდიან.

"ბოლო 9 თვის განმავლობაში რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დაამტკიცეს, რომ მათ არ შეუძლიათ შეტევითი ოპერაციების განხორციელება", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა