logo
ENG



ბრიტანეთი: რუსეთმა გააძლიერა თავდაცვა ზაპოროჟიეს ცენტრალურ ნაწილში, ტარასოვკას მახლობლად

13 თებ 202313:16
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/13/bhwbxyaitopmi0f.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთმა გააძლიერა თავდაცვა ზაპოროჟიეს ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ტარასოვკას მახლობლად.

"2023 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით, რუსეთმა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გააძლიერა თავდაცვა ზაპოროჟიეს რეგიონის ცენტრალურ ნაწილში, განსაკუთრებით ქალაქ ტარასოვკას მახლობლად", - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, დაზვერვის თქმით, 8 იანვრის მდგომარეობით, რუსეთმა ქალაქ ვასილიევკასა და ორეხოვს შორის თავდაცვითი სიმაგრეები შექმნა.

"უკრაინის დიდი გარღვევა ზაპოროჟიეს რეგიონში სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის რუსეთის "სახმელეთო ხიდის" სიცოცხლისუნარიანობას, რომელიც აკავშირებს როსტოვის რეგიონსა და ყირიმს. უკრაინის წარმატება ლუჰანსკის რეგიონში კიდევ უფრო ძირს უთხრის რუსეთის მიერ გამოცხადებულ სამხედრო მიზანს - დონბასის "გათავისუფლებას", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 138 340 ჯარისკაცი დაკარგა. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა