logo
ENG



ბრიტანეთი: რუსული შენაერთები ჯარისკაცებს უკან დახევის შემთხვევაში დახვრეტით ემუქრებიან

04 ნოე 202211:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/04/iszfjknhucb3fxu.jpg
Reuters

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, დაბალი მორალისა და ბრძოლის სურვილის არ ქონის გამო, რუსულმა ძალებმა, სავარაუდოდ, დაიწყეს "ბარიერული ჯარების" ან "შემაკავებელი შენაერთების" განლაგება.

"ეს შენაერთები საკუთარ ჯარისკაცებს ემუქრებიან დახვრეტით თუ ისინი უკან დაიხევენ. ამით ჯარისკაცებს შეტევითი ქმედებებზე გადასვლას აიძულებენ."- წერს დაზვერვა. 

ბრიტანეთის დაზვერვა ასევე ამბობს, რომ რუს გენერლებს, სავარაუდოდ, სურდათ, რომ მეთაურებს დეზერტირების წინააღმდეგ იარაღი გამოეყენებინათ. მათ შორის, შესაძლოა, გაფრთხილების შემდეგ სროლის ნებართვა გაეცათ ჯარისკაცის მოსაკლავად, რომელმაც დაარღვია სამხედრო დისციპლინა.

"გენერლებს ასევე სურდათ თავდაცვითი პოზიციების შენარჩუნება სიკვდილამდე. ისეთი ქმედება, როგორიცაა დეზერტირებისთვის სროლა, სავარაუდოდ, ადასტურებს რუსული ძალების დაბალ ხარისხს, დაბალ ზნეობას და უდისციპლინობას."- წერია ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაში. 


close დახურვა