დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ახლო გარემოცვას სანქციები დაუწესა. კერძოდ, სიაშია ყოფილი ტანმოვარჯიშე, ალინა კაბაევა. კაბაევა მრავალი წელია პუტინის პარტნიორია, არსებობს ვარაუდი, რომ მათ სამი შვილი ჰყავთ.
სანქციები შეეხო პუტინის ყოფილ ცოლს, ლუდმილა პუტინას, რომელსაც ოფიციალურად 2014 წელს გაშორდა. სიაშია არიან კაბაევას ბებია, ანა ზაცეპოლინა, პუტინის სამი ნათესავი და მისი ქალიშვილის ნათესავებიც.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ უშუალოდ პუტინის აქტივები მოკრძალებულია, ხოლო ცხოვრების მისი სტილი ფინანსდება მისი ოჯახის, მეგობრებისა და რუსული ელიტისგან, რომლებსაც სახელმწიფო თანამდებობებითა და სიმდიდრით აჯილდოებს.
მოსალოდნელია, რომ ალინა კაბაევა ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტშიც მოხვდება, რომლის მიღებაც ნავთობის ემბარგოს საკითხის გამო გაიწელა.