logo
ENG



ბრიტანეთმა ლიბანის საელჩოდან პერსონალის ნაწილის დროებით გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო

06 ნოე 202312:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/06/w935em3qh60nuo3.jpg

დიდმა ბრიტანეთმა ლიბანის საელჩოდან პერსონალის ნაწილის დროებით გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. მანამდე, ბრიტანეთმა საკუთარი მოქალაქეებისთვის გასცა რეკომენდაცია, რომ რეგიონში მიმდინარე ომის გამო, ლიბანში არ იმოგზაურონ.

ჰამასის თავდასხმის შემდეგ, ისრაელის ტერიტორიაზე ლიბანიდან რამდენიმე შეტევა განხორციელდა - ნაწილზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ჰეზბოლამ აიღო, ხოლო ნაწილში ისრაელმა ჰეზბოლა თავად დაადანაშაულა და საპასუხო ცეცხლი გახსნა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი ამბობს, რომ თუ ჰეზბოლა უარს იტყვის ომში ჩართვაზე, ვითარების ესკალაცია არ მოხდება, თუმცა წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამბობს, რომ ჰეზბოლა მძიმე ფასს გადაიხდის.

აღსანიშნავია, რომ ჰეზბოლას მიერ ისრაელის მიმართულებით ლიბანიდან განხორციელებული თავდასხმების გახშირების ფონზე, 20 ოქტომბერს ისრაელმა საზღვრისპირა დასახლებებიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო.


close დახურვა