ბრიტანეთის ხელისუფლების ცნობით, ბრიტანეთმა რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების 5 წარმომადგენლის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
დიდმა ბრიტანეთმა სანქციების სიას დაამატა ანდრეი ტიშენინი, რუსეთის FSB-ის თანამშრომელი ყირიმში და არტურ შამბაზოვი, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის უფროსი დეტექტივი.
გარდა ამისა, სანქცია დაეკისრა იუსტიციის მაიორს, ვალენტინ ოპარინს და როსტოვის ოლქის პროკურატურის ხელმძღვანელს, ოლეგ ტკაჩენკოს. დიდმა ბრიტანეთმა ასევე სანქციები დაუწესა რუს პოლკოვნიკ იბატულინს, 90-ე დივიზიის მეთაურს, რომელიც ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკანონო სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამასთან, ბრიტანეთმა სანქციების სიაში შეიყვანა მოლდოველი პრორუსი პოლიტიკოსი, ილან შორი და ქვეყნიდან გაქცეული მოლდოვის ყოფილი მაღალჩინოსანი, ვლად პლახოტნიუკი.
29 ივნისს, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიების წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა. სანქცირებულთა შორისაა რუსეთის პრეზიენტის ვლადიმერ პუტინის "შიდა წრე". ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე სანქციები 1 000-ზე მეტ რუს ადამიანსა და 120 ბიზნესს დაუწესეს.