ბრიტანელი გენერლის, რიჩარდ შირეფის განცხადებით, უკრაინული ძალები დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში სტრატეგიულ წარმატებას აღწევენ.
"უკრაინელმა სამხედროებმა აიძულეს რუსები დაეტოვებინათ თავიანთი ჯარისკაცები და გაეგზავნათ დიდი რაოდენობით [სამხედრო] ტექნიკა ბახმუტის მიმართულებით. ეს არის სტრატეგიული წარმატება.
მათ რომ ჰქონოდათ ის, რაც სჭირდებოდათ რამდენიმე თვის წინ, ჩვენ ალბათ არ ვიქნებოდით იქ, სადაც ახლა ვართ. ასე რომ, საჭიროა დაჩქარდეს [იარაღის] მიწოდება, ინტეგრაცია, ლოგისტიკური მხარდაჭერა, ტრენინგი და ყველაფერი სხვა", - თქვა ბრიტანელმა გენერალმა.
ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ბახმუტში უკრაინის არმია ზეწოლის ქვეშაა და ამასთან, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ქალაქში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. დაზერვის თქმით, უკრაინა აძლიერებს ტერიტორიას ელიტარული დანაყოფებით. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ქალაქიდან გადაადგილების მარშრუტები სულ უფრო მეტად იზღუდება.