ბრიუსელის ცენტრალურ სადგურში ბომბის აფეთქების შესაძლო საფრთხის გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
სადგურზე ასაფეთქებელი საშუალების არსებობის შესახებ პოლიციას დღის მეორე ნახევარში, ბრიუსელის დროით 4:50 სთ-ზე შეატყობინეს.
სამძებრო-საგამოძებო ღონისძიებების შემდეგ დადგინდა, რომ ცრუ განგაში იყო.