logo
ENG



BLOOMBERG: ევროკავშირი უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკებებისთვის მზადაა

24 აპრ 202616:19
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/24/tm5uibabdf90t8l.jpg

Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირის ლიდერები მიიჩნევენ, რომ უკრაინამ წარმატებით შეასრულა გაწევრიანების პროცესის დასაწყებად საჭირო წინაპირობები. გამოცემის ინფორმაციითვე, 23 აპრილს კვიპროსში გამართულ სამიტზე მიღწეული შეთანხმების თანახმად, ოფიციალური მოლაპარაკებები შესაძლოა, უახლოეს პერიოდში დაიწყოს. მიუხედავად ამისა, დღის წესრიგში კვლავ დგას წევრობის ფორმატის საკითხი.

ვოლოდიმირ ზელენსკი მკაფიოდ აცხადებს, რომ უკრაინისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის „სიმბოლური“ ან „ასოცირებული“ წევრობა, რომელსაც ზოგიერთი ევროპული ქვეყანა, მათ შორის გერმანია სთავაზობდა. ცნობისთვის, მსგავსი ალტერნატიული მოდელები უკრაინის ეტაპობრივ ინტეგრაციასა და პროგრამებში მონაწილეობას გულისხმობს, თუმცა ქვეყანას გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხმის მიცემის უფლების გარეშე ტოვებს.

"ვიცავთ საერთო ევროპულ ღირებულებებს. მჯერა, რომ ვიმსახურებთ სრულფასოვან წევრობას ევროკავშირში," - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკიმ

ჯერ არ არსებობს დაზუსტებული თარიღი, როდის გაწევრიანდება უკრაინა ალიანსში.


close დახურვა