logo
ENG



ბრძოლა მიკროფონით - დროება

14 ნოე 202120:38
3 წუთის საკითხავი
 

რატომ ებრძვის ივანიშვილის "სუვერენული დემოკრატიის მაშენებელი" რეჟიმი ოცნების სათავეში მყოფი პოლიტიკური ექსტრემისტებით, კრიმინალური სინდიკატით, რელიგიური ფუნდამენტალისტებით და რუსული აგენტურით ქართულ მედიას - პასუხი მარტივია: უბრალოდ დემოკრატიის დეფიციტის ფაზას დიდი ხანია გადავაბიჯეთ და ახლა დიქტატურის ფორმირებაში ივანიშვილს ხელს კრიტიკული მედია უშლის. აბა წარმოიდგინეთ რომ არ მაუწყებლობდეს ფორმულა, მთავარი, კავკასია, პირველი, რამოდენიმე რადიო და ინტერნეტ გამოცემა, საიდან გაიგებდით იმ რეალობის შესახებ, რომელსაც ასე საგულდაგულოდ სახელისუფლო პროპაგანდა მალავს - ჟურნალისტების გინება ციხიდან, შეურაცხყოფა, ბულინგი სახელისუფლებო ტრიბუნებიდან, ფიზიკური ნადირობა ქუჩებში, დამალული ინფორმაცია და დახურული სახელისუფლებო ღონისძიებები კრიტიკული მედიისთვის. დროების კამერა გასულ კვირას სხვა კამერებს და ჟურნალისტებს აკვირდებოდა, ნახეთ და დარწმუნდებით, რომ ეს უბრალოდ მუშაობა აღარაა, ეს მართლა ბრძოლაა თავისუფალი პროფესიისთვის - ქვეყანაში რომელიც სწრაფი ნაბიჯებით დიქტატურისკენ მიდის.


close დახურვა