logo
ENG



ბურჭულაძის თქმით, პრეზიდენტი ელჩების კანდიდატურებს ხელს არ აწერს

13 ივნ 202412:03
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/13/2btoga1etl9s59y.jpg

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ელჩების კანდიდატურებს ხელს არ აწერს. ამის შესახებ მან მთავარ არხს განუცხადა. 

"პრეზიდენტი არ აწერს ხელს წარდგენილ ელჩებს საგარეოს მიერ. თუმცა ის გეგმები არ შეცვლილა, მე მზად ვარ, რომ დიპლომატიაში კიდევ ერთხელ ვემსახურო ჩვენს ქვეყანას.

აღარ წარადგენს, მე როგორც ვიცი, საგარეო, იმიტომ რომ არ აწერს პრეზიდენტი ხელს წარდგენილი ელჩების კანდიდატურებს და შესაბამისად, მე როგორც ვიცი, აღარ წარადგენენ [კანდიდატურებს]", - ამბობს ყოფილი მინისტრი.

კითხვაზე, თუ რატომ არ აწერს ხელს, ბურჭულაძე აღნიშნავს:

"მე როგორც ვიცი, მანამდეც ძალიან იწელებოდა ეს პროცესი პრეზიდენტის მიერ და ამ ბოლო დროს, საერთოდ აღარ აწერს ხელს", - განაცხადა ბურჭულაძემ. 

მისი თქმით, მას კომუნიკაცია აქვს საგარეო საქმეთა მინისტრთან და "სხვა ქვეყანაში ელჩობასაც" განიხილავენ. 

 

 


close დახურვა