"ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას ინიციატივას მიესალმება. ბურჯანაძის თქმით, ბიულეტენების გადათვლის მექანიზმის შემოღება ეუთო/ოდირის ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენდა, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" მისი მიღება გადაიფიქრა.
ბურჯანაძე მოუწოდებს პარლამენტს, დაჩქარებული წესით განსაზღვროს საარჩევნო კოდექსში ბიულეტენების გადათვლის შესაძლებლობა და არჩევნების თანასწორ გარემოში ჩატარებას შეუწყოს ხელი.
"ყველა ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს ამ ინიციატივას და მივმართავ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას. თქვენთვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არჩევნები არ იწვევდეს კითხვის ნიშნებს. პირველი ამოცანა არის ის, რომ უბნების გადათვლა შესაძლებელი იყოს თუ კითხვის ნიშნები ჩნდება და თუ უბნები გადაითვლება და გამოჩნდება, რომ უბნის მონაცემები და 20 ში არსებული მონაცემი ემთხვევა ერთმანეთს, თქვენ გექნებათ საშუალება თქვათ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა“, - განაცხადა ბურჯანაძემ.