ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ტაქსის მძღოლებში რამდენიმე დღეა ტესტირება მიმდინარეობს და კორონავირუსის გამოვლენის მაჩვენებელი ძალიან დაბალია.
გაბუნიას თქმით, ბოლო პერიოდში ტესტირება უტარდებათ რელიგიურ პირებსაც, როგორც მაღალი რისკის მქონე ჯგუფებს.
"ტესტირების პროტოკოლი არა ერთხელ განახლდა და ყოველთვის ემატება ახალი, მაღალი რისკის ჯგუფები. ბოლო პერიოდში დაემატნენ რელიგიური პირები, ასევე ტაქსის მძღოლებს შორის რამდენიმე დღეა ტესტირება მიმდინარეობს და გამოვლენის მაჩვენებელი ძალიან დაბალია, რაც ნიშნავს, რომ ეს ჯგუფი ნაკლებადაა რისკის მატარებელი, მაგრამ ტესტირება მნიშვნელოვანია", - განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, იგეგმება ტესტირება სხვადასხვა ბიზნეს გარემოშიც. განსაკუთრებით იმ ბიზნეს გარემოში, სადაც ადამიანებს დახურულ სივრცეში უწევთ მუშაობა.