logo
ENG



გაერომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და რუსეთს მოუწოდა, ჯარები გაიყვანოს

02 მარ 202221:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/02/sryst0g0094zq3s.jpg

გაერომ მხარი დაუჭირა რეზოლუციას "აგრესია უკრაინის წინააღმდეგ", რომლითაც მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები და გაიყვანოს ჯარები, მათ შორის ყირიმიდან და დონბასიდან.

რეზოლუციას მხარი 141-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 5, თავი შეიკავა 34-მა. რეზოლუციის წინააღმდეგ წავიდნენ მხოლოდ რუსეთი, ბელარუსი, სირია, ჩრდილოეთ კორეა და ერიტრეა. 

"დიდად ვაფასებ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ რეზოლუციის ხმათა უპრეცედენტო უმრავლესობით დამტკიცებას მკაცრი მოთხოვნით, რომ დაუყოვნებლივ შეჩერდეს რუსეთის მოღალატეობრივი თავდასხმა უკრაინაზე. მადლობელი ვარ ყველასი, ყველა ქვეყნის, ვინც მხარი დაუჭირა ამას. თქვენ ისტორიის სწორი მხარე აირჩიეთ", - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერზე. 


close დახურვა