logo
ENG



გაეროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან უკრაინა 10,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა

09 აგვ 202216:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/09/b44uy0sngto4zuw.jpg

ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინა 10,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

როგორც ოფისის მონაცემებშია აღნიშნული, სტატისტიკაში იმ უკრაინელთა რაოდენობაა მოცემული, რომლებმაც 24 თებერვლის შემდეგ ერთხელ მაინც გადაკვეთეს ქვეყნის საზღვარი.

გაეროს მონაცემებში ასევე ვკითხულობთ, რომ 4,4 მილიონამდე უკრაინელი, რომელსაც ქვეყანა დატოვებული ჰქონდა, ომის დაწყების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.

უკრაინელ ლტოლვილთა უმეტესი ნაწილი - 1,2 მილიონამდე ადამიანი პოლონეთში გადავიდა, 900 ათასამდე ადამიანი გერმანიაში, 400 ათასი ლტოლვილი კი ჩეხეთში.


close დახურვა