![2022/05/23/3bn7chjlqxoq6ft.jpg](/uploads_script3/articles/2022/05/23/3bn7chjlqxoq6ft.jpg)
გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) უახლესი მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სულ მცირე 6,5 მილიონმა ადამიანმა დატოვა უკრაინა.
უკრაინიდან ლტოლვილების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით:
- პოლონეთი - 3.5 მილიონი
- უნგრეთი - 644 000
- სლოვაკეთი - 442 000
- რუმინეთი - 472 000
- მოლდოვა - 471 000
- რუსეთი - 920 000
- ბელარუსი - 27 000
გარდა ამისა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის უახლესი ანგარიშის თანახმად, 8 მილიონზე მეტი ადამიანი - თითქმის ყოველი მეხუთე, უკრაინის ომამდელი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, იძულებით გადაადგილებულია.
აპრილის ბოლოს UNHCR-მა განაცხადა, რომ სავარაუდოთ, უკრაინას 8,3 მილიონი ლტოლვილი დატოვებს.