logo
ENG



გალერი კობახიძის განცხადებაზე: მნიშვნელოვანია სტატუსის EU-ს მოთხოვნების შესრულებით მიღება

07 ივლ 202214:41
3 წუთის საკითხავი
 
გალერი კობახიძის განცხადებაზე: მნიშვნელოვანია სტატუსის EU-ს მოთხოვნების შესრულებით მიღება

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია EU-ს კანდიდატის სტატუსის ომის გარეშე, მითითებული მოთხოვნების შესრულებით მიღება. 

"მნიშვნელოვანია ასეთი სტატუსის ომის გარეშე, ევროკავშირის მიერ მითითებული მოთხოვნების შესრულებით მიღება. ეს ემსახურება ხალხისა და ქვეყნის ინტერესს ყველაზე უკეთ", - წერს გალერი Twitter-ზე. 

5 ივლისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კობახიძემ თქვა, რომ  "დეკემბრის ბოლომდე საქართველოში ომი რომ დაიწყოს, კანდიდატის სტატუსი გარანტირებულია".

"ღმერთმა დაგვიფაროს და თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი, თუმცა დამეთანხმებით, ასეთი კანდიდატის სტატუსის მიღება არ ღირს", - თქვა კობახიძემ. 


close დახურვა