კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩვენმა ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა, ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით, კიევის კამერატას უმასპინძლა. მსმენელმა ორი მაღალი საშემსრულებლო ოსტატობის ორკესტრის კოლაბორაციას მოუსმინა. იდეის ავტორის, ვახტანგ მაჭავარიანის მიერვე შეირჩა რეპერტუარი, ბეთჰოვენის პროგრამა. მეხუთე საფორტეპიანო კონცერტი შეუცვლელმა ალექსანდრე კორსანტიამ დაუკრა, მეორე განყოფილებაში კი მეორე სიმფონია და "ეგმონტის’’ შესავალი აჟღერდა. რუსეთის აგრესიის მსხვერპლი, ორი მეგობარი ერის მუსიკით გაერთიანება და ომის დროს 20 მუსიკოსის საქართველოში ჩამოყვანა, შატო მუხრანის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ბუნებრივია, ამ დღეების მანძილზე, ასეთი მნიშვნელოვანი საქველმოქმედო ღონისძიება მედიის ყურადღების მიღმა არ დარჩებოდა და კონცერტის შესახებ მაყურებელმა, ალბათ უკვე იცის, თუმცა კიევიდან ჩამოსული სტუმრები ყველაზე უკეთ, დროების ჟურნალისტმა სესილი ბოჭოიძემ გაიცნო. ჩვენს სიუჟეტში თავად კიევის კამერატას წევრები მოგვითხრობენ, რას გადიან 24 თებერვლის შემდეგ, რა იმედები თუ შიშები აქვთ და რაც მთავარია, როგორ პოულობენ საკუთარ თავში ძალას, უკრაინისათვის და თითოეული უკრაინელისთვის უმძიმეს პერიოდში, არ მოწყდნენ შემოქმედებით საქმიანობას.
გამარჯვების მუსიკა - დროება
30 ოქტ 202220:33
3 წუთის საკითხავი