8 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 043 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 20 ადამიანი გარდაიცვალა.
ეპიდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში კორონავირუსის სულ 373 728 შემთხვევა დაფიქსირდა, ამათგან 5 415 პირი დაიღუპა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 229 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 057 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 172 PCR ტესტით. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3,34%.
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 043 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 652 შემთხვევა, აჭარა - 59, იმერეთი - 61, ქვემო ქართლი - 62, შიდა ქართლი - 38, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 58, კახეთი - 60, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.