ბოლო 24 საათში კორონავირუსის 12 840 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 25 ადამიანი.
დადებითობის მაჩვენებელი 17.44%-ია. ბოლო 7 დღის - 22.06%, ბოლო 14 დღის - 26.54%;
საქართველოში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე დადასტურდა 1 605 472 შემთხვევა, პანდემიას ემსხვერპლა 16 163 ადამიანი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 465 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 241 შემთხვევა, აჭარა - 194, იმერეთი - 376, ქვემო ქართლი -116 შიდა ქართლი - 111, გურია - 89, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 143, კახეთი - 97, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი - 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 85 122, საიდანაც:
4 595 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 163, აჭარაში - 429, იმერეთში - 777. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 046 პირი, მათ შორის, თბილისში - 452, აჭარაში - 107, იმერეთში - 287. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პირი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 32, იმერეთში - 25. 417 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 335 - თბილისში, 0 - აჭარაში. 80 110 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.