logo
ENG



გამოვლინდა კორონავირუსის 2 622 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 28 ადამიანი

08 იან 202211:08
3 წუთის საკითხავი
 

NCDC-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 622 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ჩატარდა 27 539 ტესტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.52%; ბოლო 14 დღის მაჩვენებელი - 7.01%, ხოლო 7 დღის - 8.65%.

საქართველოში ვირუსის გავრცელებიდან ამ დრომდე დადასტურდა ვირუსის 956 032 შემთხვევა. 

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 28 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 14 156 პირი ემსხვერპლა.
 
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 622 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 597 შემთხვევა, აჭარა - 343, იმერეთი - 179, ქვემო ქართლი - 84, შიდა ქართლი - 111, გურია - 48, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 78, კახეთი -101, მცხეთა-მთიანეთი -48, სამცხე-ჯავახეთი -30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -3.
 
ამ ეტაპზე კორონავირუსით ერთდროულად ინფიცირებულია 30 184 ადამიანი, საიდანაც:

  • 1 228 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 846 - თბილისში, 281 - აჭარაში.
  • საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 43, ხოლო აჭარაში - 8.
  • სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 7 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.

close დახურვა