ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4031 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გარდაიცვალა კიდევ 73 ადამიანი.
საქართველოში გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსს 7101 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 42 744 ტესტი.
დადებითობის 7-დღანი მაჩვენებელი 10.40%-ია, 14-მაჩვენებელი 10.70%.
რაც შეეხება აცრას, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის მთავარი საშუალებაა - 26 აგვისტოს აიცრა 26 418 ადამიანი.
27 აგვისტოს მდგომარეობით, სულ ჩატარებულია 1 095 069 აცრა.
1 დოზით აცრილია 749 754 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 26.3%.
სრულად აცრილია 345 315 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 12.1%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 031 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 639 შემთხვევა, აჭარა - 449, იმერეთი - 493, ქვემო ქართლი - 247, შიდა ქართლი - 222, გურია - 127, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 294, კახეთი - 343, მცხეთა-მთიანეთი - 83, სამცხე-ჯავახეთი -100, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 34.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 55 573 საიდანაც 7 493 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 189, აჭარაში - 1 011, იმერეთში - 1 184.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 584 პირი, მათ შორის, თბილისში - 669, აჭარაში - 161, იმერეთში - 343. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 369 პირი, მათგან თბილისში - 213, აჭარაში - 40, იმერეთში - 27.
3 205 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 450 - თბილისში, 1 183 - აჭარაში.
44 875 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.