უკვე ერთი საათია გამომძიებლები სახლში კითხავენ ლევან თოფაძეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი გამოკითხვა ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ მხოლოდ ახლა გახდა შესაძლებელი.
თოფაძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ბუსა ჟვანიას კი შესაძლოა, ბრალი შეუმსუბუქდეს. ეს დამოკიდებულია ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაზე, რომელმაც უნდა დაადგინოს რამდენად მძიმე დაზიანებები მიაყენა ჟვანიამ თოფაძეს.
როგორც ლევან თოფაძის მამა ირაკლი თოფაძე აცხადებს, მოლაპარაკებები ჟვანიას ოჯახთან არ ყოფილა.
"არანაირი მოლაპარაკებები ყოფილა. ქალბატონი ნინო მობრძანებული იყო მამაჩემთან, ბოდიში მოიხადა", - განაცხადა თოფაძის მამამ.
გოგი თოფაძე კი აცხადებს, რომ შესაძლოა, მის შვილიშვილს შესაძლოა კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს თავს 2 აგვისტოს დაესხნენ. გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
3 აგვისტოს პროკურატურამ ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბუსა ჟვანიას ბრალი დაუმძიმა. საგამოძიებო უწყება მას 19, 108-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ჟვანიას სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.
თოფაძის შვილიშვილს 4 ოპერაცია ჩაუტარდა, ის ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობს.
ჟვანიას 4 აგვისტოს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.