კორონავირუსთან საბრძოლველად მსოფლიო მზად უნდა იყოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელმა მაიკ რაიანმა განაცხადა.
რაიანმა სასიკვდილო ვირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ ჩინეთის წილი პასუხისმგებლობა დადებითად შეაფასა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წევრები დღეს შეიკრიბებიან და იმსჯელებენ უნდა გამოცხადდეს თუ არა მსოფლიო განგაში კორონავირუსის გამო.
ეპიდემია ჩინეთის გარდა 16-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა. კორონავირუსის ბოლო შემთხვევა ფინეთში გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით ვირუსით 170 ადამიანია დაღუპული, ეპიდემიით ინფიცირებულთა რაოდენობა კი 8 ათასს აღწევს. შექმნილი ვითარების გამო Google-მა ჩინეთში ოფისები დროებით დახურა.