logo
ENG



გამოძახებაზე მისული პოლიციელი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პირმა დაჭრა

11 აგვ 202015:46
3 წუთის საკითხავი
clock 1376
გამოძახებაზე მისული პოლიციელი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პირმა დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველები გამოძახებაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პირმა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ერთ-ერთი კი ცივი იარაღით დაჭრა.

უწყებაში ამბობენ, რომ დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. 


close დახურვა