გამოხატვის თავისუფლება საქართველოში - ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ანგარიში წარადგინა.
ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ გასულ წელს გამოხატვის თავისუფლება არაერთხელ დაირღვა და ამ კუთხით საქართველოში მდგომარეობა გაუარესებულია.
ანგარიშის პრეზენტაციას ის აქტივისტები და მედიაექსპერტები ესწრებიან, რომელთა მიმართაც სახელმწიფომ გამოხატვის თავისუფლების კრიტერიუმები არაერთხელ დაარღვია.
"ანგარიშში ასახულია ის ფაქტები, რომელიც უკავშირება „რუსთავი 2“-ის, „ფორმულას“, „მთავარის“ და „ტვ პირველის“ ხელმძღვანელი პირების ან მესაკუთრეების წინააღმდეგ წარმოებულ გამოძიებას. ანგარიში საკმაოდ მოცულობითია და მიუთითებს ტენდენციაზე, რომ ბოლო პერიოდში გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობა გაუარესებულია", - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.