logo
ENG



ტრამპი დემოკრატებს ულოცავს და ამბობს, რომ მათ „კარგად იმუშავეს“

04 ნოე 202609:45
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/04/rrk9vvppwwp2bwu.png

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შუალედური არჩევნების შედეგებზე კომენტირებისას დემოკრატებს გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ მათ „კარგად იმუშავეს“.

ტრამპი ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ წამყვან ბრეტ ბაიერთან სატელეფონო ჩართვისას შედეგებით გაკვირვებას არ მალავდა.

„ჰაერში რაღაც განწყობა იგრძნობოდა. ცოტა გაკვირვებული ვარ“, - განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, კონგრესში დემოკრატებთან თანამშრომლობის არაერთი საკითხი არსებობს. ამასთან, პრეზიდენტმა გამორიცხა, რომ არჩევნების შედეგების გამო მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები შეიტანოს.


close დახურვა