logo
ENG



გამყრელის თქმით, ჯანმო-ს ტექნიკური ჯგუფი სინოფარმის ავტორიზაციის საკითხს დღეს განიხილავს

07 მაი 202113:30
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელის თქმით, ჯანმო-ს ტექნიკური ჯგუფი სინოფარმის ავტორიზაციის საკითხს დღეს განიხილავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური ჯგუფის შეხვედრაა, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, სინოფარმის ავტორიზაციასაც განიხილავენ.

მისივე თქმით, სინოფარმთან დაკავშირებით ჩინურმა მხარემ დამატებითი დოკუმენტაცია წარადგინა.

"დღესაა ჯანმო-ს ტექნიკური ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც სხვადასხვა საკითხი განიხილება. მათ შორის ეს საკითხიცაა [სინოფარმის]. როგორც ვიცი, ჩინურმა მხარემ წარადგინა დამატებითი დოკუმენტაცია და დღეს უნდა იყოს განხილვა. დაველოდოთ", - განაცხადა გამყრელიძემ.

ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. 

საქართველომ ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს მიიღო.


close დახურვა