დაბრუნდება თუ არა ქვეყანაში კოვიდ 19-ს მეორე ტალღა - ინფექციონისტები თქმით კორონავირუსის მეორე ტალღა დიდი ალბათობით იქნება და თუ მოსახლეობა წესებს არ დაიცავს, ეს ამ მეორე ტალღას უფრო მოაახლოვებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმინაძე მოსახლეობას კვლავ მაქსიმალური სიფრთხილისკენ და რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდა.
„იმისათვის, რომ არ მოხდეს რაიმე შეზღუდვების მოხსნის შეფერხება, ამისათვის საჭიროა, ყველამ დავიცვათ ის წესები, რაც ახლა მოქმედებს. მაშინ ასეთი რისკები არარ იქნება. თუ ჩვენ ყველა წესს დავიცავთ, რაც დღეს მოქმედებს, არაფერი აღარ დაგვჭირდება ზედმეტი შეზღუდვა“, - განაცხადა იმნაძემ.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 831-ს შეადგენს. აქედან 694 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 გარდაიცვალა.
ბოლო დღეებში მოიმატა ინფიცირებულთა რაოდენობამ, რომელთა პირველწყაროებიც უცნობია. გარდა ამისა, გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, დედაქალაქში სხვადახსხვა ადგილას ხალხმრავლობა შეინიშნება.