ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ახალი კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ მარტში ან აპრილში შემოვა.
მისი თქმით, საქართველომ კოვაქს პლატფორმას 4,5$ მილიონი უკვე გადაუხადა.
"როგორც ვიცი, კოვაქს პლატფორმა შეისყიდის მილიარდზე მეტ დოზას, მასში გაერთიანებულია 170 ქვეყანა, და 2021 წლისთვის ყიდულობენ არაერთი ვაქცინის დოზას. მათ შორის, ოქსფორდის, ფაიზერის, ასტრაზენეკას რამდენიმე ვაქცინა იქნება შეძენილი.
ჩვენ კარგი გადახდის პირობები გვაქვს კოვაქსთან, წინასწარი შენატანით 4,5 მილიონი შევიტანეთ, და ეს იმ პირობით, რომ შეგვეძლება ვაქცინის შერჩევა. დიდი ალბათობით ეს იქნება მარტი-აპრილისთვის, მაგრამ, "კოვაქს" კოვაქს პლატფორმის გარდა, ჩვენ სულ ვმუშაობთ პირდაპირ შესყიდვებზეც. გვქონდა ტელეკონფერენცია ასტრაზენეკასთან და ოქსფორდთან პირდაპირი შესყიდვის შესახებ. ვმუშაობთ სხვადასხვა ქვეყანასთან, რომ როგორც კი დაიწყება ვაქცინაცია, ჩვენთანაც შესაძლებელი იყოს ეს". - თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.