logo
ENG



გამყრელიძე: მარტიდან სექტემბრის ჩათვლით, კოვიდით გარდაცვლილების 98,95% აუცრელი იყო

04 ნოე 202112:52
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: მარტიდან სექტემბრის ჩათვლით, კოვიდით გარდაცვლილების 98,95% აუცრელი იყო
საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, 15 მარტიდან 30 სექტემბრის ჩათვლით კოვიდით 5 469 ადამიანი გარდაიცვალა. მათგან 98,95% აუცრელი იყო.

მონაცემები გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა.

"18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინაციით განპირობებული სიკვდილიანობისგან დაცვა არის 99.37%, ხოლო 60 წლიდან ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში - 97.8%. ეს საერთო ციფრებია იმ 4 ვაქცინაზე, რომელიც ქვეყანაში ადმინისტრირდებოდა", - თქვა გამყრელიძემ.

რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციისგან დაცვას, გამყრელიძის თქმით, აცრა მოქალაქეებს კლინიკაში მოხვედრისგან 93,4%-ით იცავს.

"ასაკობრივადაა ეს დაყოფილი: 60 წელს ზემოთ ჰისპიტალიზაციისგან დაცვაა 91,7%, ხოლო 18-59 წლის ასაკში დაცვაა 95%", - თქვა გამყრელიძემ.

4 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 33,1%. ბოლო 24 საათში ჩატარდა 3 469 აცრა.

საქართველოში კორონავირუსის 5 206 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 53 ადამიანი. 


close დახურვა