logo
ENG



გამყრელიძე: ნუ წავალთ ეკლესიებში, გვაპატიებს ღმერთი... შეიძლება ავიჭრათ 5, 7 ან 8 ათას შემთხვევაზე

16 აპრ 202014:37
3 წუთის საკითხავი
 
7dknfl5ukibq1ay.jpg

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ეკლესიებში არ წავიდნენ.  როგორც გამყრელიძემ "რუსთავი 2-"ის ეთერში აღნიშნა, მოსახლეობამ ვირუსის ქაოტურ გავრცელებას ხელი არ უნდა შეუწყოს. 

"ჩვენ ბოლო 3 დღეში 2 დიდი ნახტომი გავაკეთეთ ეპიდემიის განვითარების მრუდზე, ანუ ეს მიუთითებს იმაზე, რომ შიდა გავრცელება უფრო მეტია, ვიდრე იდენტიფიცირებულია, ამიტომ საშიშროება კიდევ მეტია, ვიდრე ჩვენ ამას ვითავისებთ. ბატონი პაატას სიტყვები სიმართლეს შეესაბამება. თუ ოდნავ მოვეშვით, რაც მეტად მოსალოდნელია მომავალი 4 დღის განმავლობაში, ქცევის რეჟიმის მოშვება შეიძლება ავიჭრათ 5, 7 ან 8 ათას შემთხვევაზე. ძალიან მნიშვნელოვნად გადამწყვეტი იქნება, ეს არ გამოჩნდება მე-2, მე-3 დღეს, ეს თავის შედეგს 5 დღის შემდეგ მოგვცემს. ძალიან მძიმე მოწოდება მინდა გავაკეთო, მიჭირს ეს მოწოდება, არ წახვიდეთ ეკლესიებში, ნუ წახვალთ ეკლესიებში, ვილოცოთ სახლიდან. ილოცებენ მამაოები, მღვდელმთავრები, ჩვენ ვიქნებით პირნათელი ჩვენი ქვეყნის და ღმერთის წინაშე, რომ ნაკლები დაზიანებით გამოვალთ ამ სენიდან. პირველად ვაკეთებ ამ ტიპის განცხადებას,  ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, გვაპატიებს ამას ღმერთი იმიტომ, რომ მეტი ქართველი გადარჩება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ "დღის კურიერის" ეთერში. 


close დახურვა