logo
ENG



გამყრელიძე: ფაიზერით აცრას შეიძლება, ადგილობრივი გართულება მოჰყვეს "ფილერის" მომხმარებლებში

25 მარ 202113:30
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: ფაიზერით აცრას შეიძლება, ადგილობრივი გართულება მოჰყვეს "ფილერის" მომხმარებლებში

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, ფაიზერის ვაქცინის კითხვარს დაემატა ერთი კითხვა, რაც შეეხება კოსმეტიკური ფილერის გამოყენებას. მისი თქმით, იმ პირებში, ვინც ამ საშუალებას ხშირად უყენებს, შესაძლოა, ფაიზერის ვაქცინამ ადგილობრივი გართულება გამოიწვიოს.

მისივე განმარტებით, ამ შემთხვევაში პაციენტის ვაქცინაციას გადადებენ და გამოკვლევებზე გაუშვებენ. 

"ფაიზერის ჩექლისტს დაემატა ერთი კითხვა. ეს ჩვენ ავიღეთ CDC-ს გაიდლაინიდან. ფაიზერს ახასიასიათებს ადგილობრივი და არა სისტემური გართულება, იმ ადამიანებში ვინც ხშირად ხმარობს ფილინგებს, რასაც ეძახიან. [...] ფილერები, დიახ. ვისაც ფილერები აქვს ხშირად ნახმარი, ფაიზერის იმუნიზაციის შემდეგ შეიძლება ჰქონდეთ ადგილობრივი გართულებები, რომელიც საჭიროებს შემდეგ მკურნალობას", - ამბობს გამყრელიძე. 


close დახურვა