logo
ENG



გამყრელიძე: ფაიზერის ვაქცინა საქართველოში ზეგ დილით, გამთენიისას შემოვა

23 მარ 202122:04
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ცნობით, საქართველოში ფაიზერ/ბიონტექის ვაქცინა ზეგ, 25 მარტს გამთენიისას შემოვა. ამაზე მან ფორმულას ეთერში, გადაცემა "პოლიტმეტრში" ისაუბრა. 

"ყველა დოკუმანტი მიღებულია. დაზუსტდა და ფაიზერი ზეგ დილით, გამთენიისას შემოვა, თუმცა რეისის ნომერი არ ვიცით ჯერ, თუმცა კონტროლდება ე.წ. ups-ით და გამოგზავნილია 29 200 დოზა", - განაცხადა გამყრელიძემ. 

მანამდე, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ფაიზერის ვაქცინა ხვალ, 24 მარტს უნდა შემოვიდეს საქართველოში. 

მინისტრის თქმით, ის ხელმისაწვდომი იქნება როგორც სამედიცინო პერსონალისთვის, ასევე ყველა იმ დაშვებული ჯგუფისთვის, რომელიც საბჭომ გამოაცხადა. 


close დახურვა