ხვალ, 31 ივლისს, საქართველოში ფაიზერის 168 000 დოზა ვაქცინა შემოვა. ინფორმაციას ამირან გამყრელიძე ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანას აქვს ვაქცინების "სერიოზული მარაგი"
„ხვალ ფაიზერის სერიოზული რაოდენობის დოზები შემოვა ქვეყანაში. არის საშუალება ვაქცინაციის. დღეს ქვეყანაში დევს 2 მილიონამდე დოზა ოთხი ვაქცინის. ესენია: ფაიზერი, ასტრაზენეკა, სინოფარმი და სინოვაკი. სერიოზული მარაგია შექმნილი, რომ მოსახლეობა მასობრივად აიცრას და მასობრივ აცრაზე გადის დღეს ეპიდემიის დაძლევა" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
30 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 464 875 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 153 128 ადამიანი.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. იმუნიზაციის პროცესი ასტრაზენეკას, ფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებით მიმდინარეობს.
ასტრაზენეკას ვაქცინით აცრა ხელმისაწვდომია 45 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობისათვის, სინოფარმითა და სინოვაკი 18 წლიდან მოქალაქეებს შეუძლიათ, ფაიზერით აცრა კი 16 წლიდანაა შესაძლებელი.