logo

გამყრელიძე: 6 მაისს, საქართველოში ასტრაზენეკას 43 ათასი დოზა შემოვა

04 მაი 202111:17
3 წუთის საკითხავი
clock 177
საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 6 მაისს, საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 ათასი დოზა შემოვა. 

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ეს დოზები განკუთვნილი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირველი აცრა უკვე გაკეთებული აქვს.

"ასტრაზენეკა 6 მაისს კიდევ შემოვა 43 ათასი დოზა, რომელიც განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც პირველი დოზა გაიკეთა. ასტრაზენეკათი დღევანდელი მონაცემებით, აცრილია 25 461 ადამიანი და დაჯავშნილი აქვს კიდევ 10 ათას ადამიანს", - განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინით 45 344 ადამიანია აცრილი. ქვეყანაში ამ ეტაპზე სამი სახის ვაქცინაა ხელმისაწვდომი - ფაიზერიასტრაზენეკა და ჩინური სინოფარმი, რომელსაც ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ აქვს.

სინოფარმით ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო. ამირან გამყრელიძე ამ ვაქცინით დღეს საჯაროდ აიცრა და მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდა. 

ნახეთ, რა ვიცით ჩინურ სინოფარმზე.

close დახურვა