logo
ENG



გამყრელიძე ამბობს, რომ მომხრეა, ექიმებისა და მასწავლებლებისთვის აცრა სავალდებულო იყოს

05 სექ 202123:01
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე ამბობს, რომ მომხრეა, ექიმებისა და მასწავლებლებისთვის აცრა სავალდებულო იყოს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, ის მომხრეა, სამედიცინო პერსონალისა და ექიმებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იყოს.

როგორც მან პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა, აცრის გარეშე სწავლა საკლასო ოთახებში ვერ განახლდება.

"მე მხარს დავუჭერ, პირველ რიგში, რომ [ვაქცინაცია] სავალდებულო იყოს ჩემი კოლეგებისთვის, აუცილებლად, სამედიცინო მუშაკებისთვის და მხარს დავუჭერ, რომ სავალდებულო იყოს, პირველ რიგში, მასწავლებლებისთვის, თუ გვინდა, რომ სკოლა გაიხსნას და სწავლა დაიწყონ ბავშვებმა", - თქვა გამყრელიძემ.

5 სექტემბერის მონაცემებით, საქართველოში სრულად აცრილია 475 748 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 16.7%-ია.


close დახურვა