logo
ENG



გამყრელიძე საარჩევნო ბილბორდებზე: მოვუწოდებ, გააკეთონ სლოგანები, რომ ყველა უნდა ავიცრათ

03 სექ 202116:14
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე საარჩევნო ბილბორდებზე: მოვუწოდებ, გააკეთონ სლოგანები, რომ ყველა უნდა ავიცრათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე პოლიტიკოსებს მოუწოდებს საკუთარ საარჩევნო ბილბორდებზე გააკეთონ სლოგანები შინაარსით, რომ ყველა უნდა აიცრას.

როგორც გამყრელიძემ ვებინარზე განაცხადა, ეს მოწოდება ეხება როგორც მმართველ პარტიას, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ პოლიტიკოსები ბანერებზე აგრეთვე თავიანთი აცრის ფოტოებსაც გამოაქვეყნებენ.

"ბევრჯერ მოვუწოდე ყველა პარტიის, როგორ მმართველი ისე ოპოზიციური პარტიების პოლიტიკოსებს და ახლაც მოვუწოდებ, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში ერთი თვის განმავლობაში შინაარსობრივად მთავარი სლოგანი იყოს ის, რომ ყველა უნდა ავიცრათ, რომ აცრა გადაარჩენს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს და აცრაზე გადის ქვეყნის განვითარების და თავისუფლების მთავარი გზა. დღეს აცრა არის მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ყველა ადამიანის ბანერს მივაწერდი, რომ ერთად წავიდეთ და ავიცრათ. ყველა ამ ადამიანს, რომელიც ბანერზეა, ვთხოვდი, რომ ერთ-ერთ ბანერზე საკუთარი აცრის სურათი დადონ და ხალხს აჩვენონ, რომ დღეს მთავარი არის აცრა", - თქვა გამყრელიძემ. 


close დახურვა