logo
ENG



გამყრელიძის თქმით, აცრის შემდეგ გვერდითი მოვლენა 34 ადამიანს განუვითარდა

12 აპრ 202114:46
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძის თქმით, აცრის შემდეგ გვერდითი მოვლენა 34 ადამიანს განუვითარდა
საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინით აცრის შემდეგ გვერდითი მოვლენები 34 ადამიანს განუვითარდა. 

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, 7 შემთხვევაში მდგომარეობა მძიმე იყო. 

"ჩვენთან არის გვერდითი მოვლენების, ანუ იმუნიზაციის შემდგომი გართულებებისა და გვერდითი მოვლენების აღნუსხვის შესაბამისი კომიტეტი, დადგენილია სპეციალური ფორმა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების მიერ ივსება, თუ ასეთი გვერდითი მოვლენა იქნა აღნუსხული. ამ პერიოდში ოფიციალურად აღნუსხულია 34 ასეთი გვერდითი მოვლენა, აქედან 7 უფრო მძიმე, დანარჩენი შედარებით ნაკლებად მძიმე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

NCDC-ის მონაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 928 ადამიანი აიცრა. ამ დროისთვის ჯამში 20 622 მოქალაქეა აცრილი. 


close დახურვა